ბოში: "თავდაჯერებულობა გვაკლია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბოში: "თავდაჯერებულობა გვაკლია"


ბოში:
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი, პიტერ ბოში, მიიჩნევს, რომ მისმა მოთამაშეებმა საკუთარი თავის რწმენა დაკარგეს.

"საპასუხო ბურთის შემდეგ აშკარა გახდა, რომ "ბორუსიას" მოთამაშეებს თავდაჯერებულობა აკლიათ. პირველ ტაიმში ჩინებულად ვთამაშობდით - ზონებს სოლიდურად ვკეტავდით და მომენტებს ვქმნიდით.

თუმცა როდესაც ანგარიში 1:1 გახდა თამაშიდან გამოვეთიშეთ. პირველი გაშვებული გოლი ჩვენს საკუთარ შეცდომას მოჰყვა, ხოლო ამის შემდეგ, სიმართლე გითხრათ, კარგი ფეხბურთი აღარ გვითამაშია.

დიახ, ჩვენ გვაკლია რწმენა, რაც რამდენიმე წარუმატებელი თამაშის შემდეგ ლოგიკური და ბუნებრივი მოვლენაა", - განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

"ყვითლები" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში "ტოტენჰემს" 1:0 ამარცხებდნენ, მაგრამ საბოლოოდ 1:2 წააგეს და ჯგუფში ოფიციალურად ჩარჩნენ.
ასევე იხილეთ თემაზე:
დორტმუნდის ბორუსია პიტერ ბოში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები