კაკა შესაძლოა მილანში დაბრუნდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კაკა შესაძლოა მილანში დაბრუნდეს


კაკა შესაძლოა მილანში დაბრუნდეს
ცნობილი ბრაზილიელი მოთამაშე, რიკარდო, კაკა შესაძლოა "მილანს" დაუბრუნდეს და კლუბის სტრუქტურაში დაიკავოს ადგილი.

იტალიური პრესის ინფორმაციით, როდესაც 35 წლის ბრაზილიელი საფეხბურთო კარიერას დაასრულებს, "როსონერის" ადმინისტრაციული საბჭოს წევრი გახდება.

რიკარდო კაკამ ახლახანს ისაუბრა, რომ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება სურს. მისი მოქმედი კონტრაქტი "ორლანდო სიტისთან" 2017 წლის 31 დეკემბერს იწურება.

კაკა მილანური გრანდის ღირსებას 6 წელი (2003-09) იცავდა, "როსონერის" მაისურით 300-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა, ყველა საკლუბო ტიტული მოიგო და 2007 წელს ოქროს ბურთის მფლობელიც გახდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი რიკარდო კაკა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები