გორეცკა რურის დერბისთვის მზად იქნება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გორეცკა რურის დერბისთვის მზად იქნება


გორეცკა რურის დერბისთვის მზად იქნება
გელზენკირხენის "შალკეს" ნახევარმცველი, ლეონ გორეცკა, დორტმუნდის "ბორუსიასთან" თამაშისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

22 წლის გერმანელს ბარძაყის დაზიანების გამო ბოლო ერთი თვე გაუცდა, მაგრამ ლეონმა ვარჯიშები გასული კვირის ბოლოს აღადგინა და რურის დერბისთვის მზად იქნება.

გელზენკირხენული კლუბი თავის პრინციპულ მოწინააღმდეგეს 25 ნოემბერს ანუ შაბათს გასვლაზე შეხვდება.

ლეონ გორეცკამ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი.
ასევე იხილეთ თემაზე:
შალკე 04 ლეონ გორეცკა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები