რუმენიგე: "ნოიერი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რუმენიგე: "ნოიერი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს"


რუმენიგე:
მიუნხენის "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, მანუელ ნოიერის ტრავმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის მუნდიალზე თამაშს საფრთხე არ ემუქრება.

"არ ვიცი გამოჯანმრთელდება თუ არა ნოიერი იანვრისთვის. ყველაფერი ისე მიდის, როგორც ექიმები ამბობდნენ. მანუ ძალიან მალე თაბაშირს მოიხსნის.

რაც შეეხება მის მონაწილეობას 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ვფიქრობ, ამ მხრივ სანერვიულო არ გვაქვს", - განაცხადა კალე რუმენიგემ.

31 წლის გერმანელმა შემოდგომაზე ტერფი მეორედ მოიტეხა და განმეორებითი ოპერაციის გაკეთება მოუწია. მოსალოდნელია, რომ მანუ ნოიერი 100%-თ იანვრის ბოლოს გამოჯანმრთელდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები