როგორ ქმნის გვარდიოლა მანჩესტერ სიტისგან ახალ ბარსელონას? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

როგორ ქმნის გვარდიოლა მანჩესტერ სიტისგან ახალ ბარსელონას?


როგორ ქმნის გვარდიოლა მანჩესტერ სიტისგან ახალ ბარსელონას?
ხოსეპ გვარდიოლა უკვე მეორე წელია, რაც "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელია. გულშემატკივრებს ერთი სული აქვთ, თუ როდის დაინახავენ "ქალაქელებში" ახალ "ბარსელონას". "სიტისა" და იმ დროინდელ "ბლაუგრანას" შორის უკვე ბევრი მსგავსებაა, თუმცა აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ კატალონიური ეპოქის შემდეგ, გვარდიოლას სამწვრთნელო მეთოდები შეიცვალა, განახლდა და დაიხვეწა, მაგრამ ძირითადი კონცეფცია მაინც იგივე დარჩა.

როგორ ქმნის გვარდიოლა მანჩესტერ სიტისგან ახალ ბარსელონას?

"მანჩესტერ სიტი" მართლაც ახალი "ბარსელონაა" ?

შემადგენლობის წმენდა, წარსულის ლიდერებზე უარის თქმა, ახალგაზრდა მოთამაშეების პრიორიტეტულობა, ახალი სტილი, შემტევი ფეხბურთი და უხვგოლიანი გამარჯვებები. ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი ჩვენ ვიხილეთ 2008-2012 წლებში და ვხედავთ ახლაც, მაგრამ არის ერთი ცვლილება, "ბარსელონას" ნაცვლად ეს აწი "სიტის" უკავშირდება.

პეპი ბევრ ისეთ რამეს ასწავლის "ქალაქელებს", რაც მან უკვე გაიარა კატალონიაში. გვარდიოლას სადებიუტო სეზონი ნისლიან ალბიონზე წარუმატებელი გამოდგა , თუმცა წელს როგორც ვხედავთ, სისტემა ამუშავდა. 2017-2018 სეზონის "მან სიტი" უფრო და უფრო ემსგავსება იმ ეპოქალურ "ბარსას".

როგორ ქმნის გვარდიოლა მანჩესტერ სიტისგან ახალ ბარსელონას?

ყველაფერი საუკეთესოს გადმოღება, რაც "ბარსელონასა" და "ბაიერნში" იყო

გვარდიოლას აკრიტიკებდნენ მიუნხენში და ზოგჯერ მშობლიურ კატალონიაშიც კი, მაგრამ ერთი რამ უდავოა, პეპმა ძალიან ბევრი სწორი გადაწყვეტილება მიიღო ორივე კლუბში. "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლამ წარსულში დატოვა ძველი შეცდომები და მხოლოდ ყველაფერი საუკეთესო შესძინა ინგლისურ გუნდს.

პეპი განახლებული "ტიკი-ტაკათი" მოვიდა, რომელიც მან ეფექტურად მოარგო იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მის განკარგულებაში იყო. გუნდი მთელ გეომეტრიულ სივრცეზე ისე თამაშობს, თითქოს არის ერთი მთლიანი ორგანიზმი. მოკლე გადაცემები კვლავ არის გვარდიოლას ტაქტიკის განუყოფელი ნაწილი. ამის გარდა, კატალონიელმა შეიყვანა თამაშში ე.წ. "ყალბი განაპირა მცველები", რომლებიც ხშირად ცენტრისკენ იწევენ.

როგორ ქმნის გვარდიოლა მანჩესტერ სიტისგან ახალ ბარსელონას?

მატჩების უმეტესობას "სიტი" 4-3-3 განლაგებით ატარებს, როგორც ეს თავის დროზე "ბარსელონაში" იყო. გუნდის ტვინი მოედნის ცენტრში მდებარეობს, რომელიც ტოტალური ბურთის ფლობისთვის ქმნის სივრცეს. ეს სქემა მარტივად ტრანსფორმირდება 3-5-2-ში, რითაც "ქალაქელები" შეტევაში რიცხვობრივ უპირატესობას იძენენ. "ბარსელონას" ბოლო წლების წარმატებული თამაში რამდენიმე მოთამაშის ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზეა აგებული, "სიტის" სიძლიერის საიდუმლო კი 100%-ით ტაქტიკაშია.

მანჩესტერ სიტის ძალიან სანახაობრივი ტიკი-ტაკა


ყველას თავის როლი აქვს

ე.წ. "ჭკვიანი ცენტრის" კონცეფცია გვარდიოლამ მანჩესტერულ კლუბშიც დაამკვიდრა. "ქალაქელებს" ორი მხატვარი ჰყავთ, დავიდ სილვა და კევინ დე ბრუინი. სწორედ ამ ფეხბურთელების ირგვლივ შენდება ახალი ევროპული გრანდი. ორივე მათგანს გააჩნია ბრწყინვალე დრიბლინგი, მოედნის ხედვა და ზუსტი საჭირო პასის გაკეთების უნარი. ესპანელი და ბელგიელიც მუდამ ეძებენ თავისუფალ სივრცეს, ავითარებენ შეტევებსა და შექმნილი მომენტების ეფექტურობაზეც ზრუნავენ. სილვა-დე ბრუინის ტანდემი პრემიერლიგის თავისებური ლეგენდარული "ხავიესტაა".

როგორ ქმნის გვარდიოლა მანჩესტერ სიტისგან ახალ ბარსელონას?

ფერნანდინიო გუნდში ბუსკეტსისა და მასკერანოს ერთგვარი ნაზავია. კატალონიელი სპეციალისტის ხელში ბრაზილიელი სხვანაირად გაიხსნა. ის გახდა უფრო უნივერსალური და შრომისმოყვარე. ფერნანდინიომ დახვეწა პასი და დარტყმა, ამის მარდა, მან ისწავლა ორი პოზიციაზე ერთდროულად თამაში, "შახტარის" ექს-შუახაზელი ხშირად გვევლინება როგორც საყრდენ ნახევარმცველად, ისე ცენტრალურ მცველადაც.

ჯონ სტოუნსში გვარდიოლა ახალ პიკეს ხედავს. ინგლისელი მოთამაშე ხშირად არის შეტევის კონსტრუქტორის როლში, რომელიც ზუსტი და სწორი გრძელი გადაცემებით ამარაგებს ფორვარდებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წინა სეზონთან შედარებით, სტოუნსი ბევრად უფრო დახვეწილი და თავდაჯერებულია თავისი ძირითადი მოვალეობის შესრულების დროს, საუბარი რა თქმა უნდა მის დაცვით ფუნქციებზეა.

როგორ ქმნის გვარდიოლა მანჩესტერ სიტისგან ახალ ბარსელონას?

ვახსენეთ "ახალი ბარსელონა", ხავი-ინიესტას დუეტი და პიკე, თუმცა როგორი "ბლაუგრანა" არის, თუ მასში არ ჩანს ლეონელ მესი? ანალოგიებს თუ მივყვებით, აღმოვაჩენთ, რომ "სიტის" მესი არის მისი თანამემამულე სერხიო აგუერო. არგენტინელი თავის თამაშის სტილით გოლეადორია, თუმცა გვარდიოლას ხელში მან სხვა ფუნქციებიც შეითვისა.

"ქალაქელთა" ათიანი უფრო ხშირად იწევს მოედნის სიღმეში, მიმართავს პრესინგსა და ასრულებს შავ სამუშაოს, რითაც საჯარიმოში უთავისუფლებს სივრცეს გაბრიელ ჟესუსს. ამის გარდა, არგენტინელს არც გოლების გატანა აქვს დავიწყებული, მიმდინარე სეზონში აგუერო "სიტის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

როგორ ქმნის გვარდიოლა მანჩესტერ სიტისგან ახალ ბარსელონას?

ჭკვიანურად დახარჯული ბევრი ფული

გვარდიოლას სატრანსფერო პოლიტიკას ხშირად აკრიტიკებენ, ძირითადად, ასტრონომიული თანხების ხარჯვის გამო. მაგალითად, გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ სტოუნსში გადახდილი 50 მილიონი ფუნტი გადაჭარბებულია, არც "რეალში" ვერ დამკვიდრებული დანილო ღირს 35 მილიონი. სანესა და ჟესუსის ყიდვაში დახარჯული 85 მილიონიც არ იყო გონივრული ინვესტიცია, რადგან ორივე ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელია, შესაბამისად არსებობდა იმის საშიშროება, რომ ისინი პრემიერლიგას ალღოს ვერ აუღებდნენ.

როგორ ქმნის გვარდიოლა მანჩესტერ სიტისგან ახალ ბარსელონას?

ბერნარდუ სილვამ და ბენჟამენ მენდიმ მხოლოდ ერთი სეზონი ჩაატარეს მაღალ დონეზე "მონაკოში", გვარდიოლამ კი მათ სანაცვლოთ 110 მილიონი გადაურიცხა "თავადებს". ედერსონი საერთოდ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა, აქამდე ამ სტატუსს ხომ ჯანლუიჯი ბუფონი ინარჩუნებდა 16 წლის მანძილზე.

"სიტი" წლევანდელ სეზონს ისე ატარებს, რომ ზემოთ აღნიშნული კრიტიკა ნელ-ნელა კარგავს თავის საფუძველს, რადგან ფაქტია, რომ გვარდიოლას ყველა შენაძენი მოლოდინს ამართლებს. სტოუნსმა ვერ ივარგა შარშან, თუმცა ახლა ის პრემიერლიგის ნომერ პირველი მცველია. კატალონიელი თავკაცის ერთადერთი სატრანსფერო შეცდომა კლაუდიო ბრავო აღმოჩნდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ჩილელი კიპერის ყველა ნაკლი ედერსონმა აღმოფხვრა.

ედერსონის შესანიშნავად მოგერიებული პენალტი


გვარდიოლამ თანამშრომლობა დაასრულა გუნდის რამდენიმე ვეტერანთან, საბალეტასთან, კოლაროვთან, სანიასა და კლიშისთან. გაისად სავარაუდოთ მათ გზას კომპანი და ტურეც მიჰყვებიან, რის შემდეგაც "სიტის" შემადგენლობა საბოლოოდ განახლდება. სამწუხაროდ, "ქალაქელებმა" ვერ მოახერხეს ალექსის სანჩესის გადმობირება "არსენალიდან", მაგრამ როგორც ვხედავთ, ყველაფერი ჩილელი შემტევის გარეშეც ძალიან კარგად მიმდინარეობს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები