კონტე: "ასეთ ატმოსფეროში თამაში ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კონტე: "ასეთ ატმოსფეროში თამაში ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულია"


კონტე:
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "ყარაბახთან" მოგებული მატჩი შეაფასა.

"პენალტის ეპიზოდს მწვრთნელის პოზიციიდან ვერ შევაფასებ. ზოგადად, მსაჯი ან ერთი გუნდის სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას, ან მეორის.

ყველანი კმაყოფილები ვართ, რადგან კიდევ ერთხელ დავძლიეთ ჯგუფური ეტაპი და ფლეი-ოფში გავედით.

რაც შეეხება ბაქოს სტადიონს, ასეთ ატმოსფეროში თამაში ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულია. აზერბაიჯანში ფეხბურთი უყვართ და წარმატებებს ვუსურვებ მათ.

​ყარაბახმა ამ შეხვედრაში თავისი ძალა აჩვენა. ისინი კაცნაკლულები იყვნენ და მაინც ღ​ირსეულად იბრძოლეს", - აცხადებს კონტე.

შეგახსენებთ, რომ "ყარაბახისა" და "ჩელსის" დაპირისპირება სტუმართა გამარჯვებით 0:4 დასრულდა.

GOAL.GE ბაქოდან

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები