აზარი: "ყარაბახს რომ პირველი გოლი გაეტანა, სულ სხვა თამაში წავიდოდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

აზარი: "ყარაბახს რომ პირველი გოლი გაეტანა, სულ სხვა თამაში წავიდოდა"


აზარი:
ლონდონის "ჩელსისა" და "ყარაბახის" დაპირ​ისპირების შემდეგ კომენტარი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა ედენ აზარმა გააკეთა.

"რომასთან წაგებული მატჩის შემდეგ, ვალდებულები ვიყავით, რომ შეცდომებით გამოგვესწორებინა. ასეც მოხდა - ყველაფერი კარგად გავაკეთეთ.

თუმცა ყარაბახს რომ პირველი გოლი გაეტანა, სულ სხვა თამაში წავიდოდა. 4 გოლი გავიტანეთ, მაგრამ მეტიც შეგვეძლო.

რაც შეეხება მეორე გოლს, დიდი სიამოვნებაა, როცა ასეთი ფეხბურთელების გუნდში თამაშობს. პედრო და ვილიანი კარგად მეწყობიან.

ახლა კი მთელი ყურადღება მომდევნო მატჩისკენაა გადართული, სადაც ლივერპულთან ძალიან პრინციპული მატჩი გველის", - აცხადებს აზარი.

"ჩელსიმ" "ყარაბახს" 4:0 მოუგო და ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

GOAL.GE ბაქოდან

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები