ვილიანი: "ორივე შემთხვევაში პენალტი დასანიშნი იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვილიანი: "ორივე შემთხვევაში პენალტი დასანიშნი იყო"


ვილიანი:
ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ვილიანმა კრიტიკოსებს უპასუხა და განაცხადა, რომ ორივე შემთხვევაში პენალტი დასანიშნი იყო.

მოგეხსენებათ, "ყარაბახთან" მატჩში ვილიანმა ორი პენალტი გამოიმუშავა და ორივე გოლით დასრულდა. ამას გარდა, მან დუბლი შეასრულა

"ბედნიერი ვარ, რომ ორი გოლი გავიტანე. ამ შეხვედრაში გამარჯვება დავიმსახურეთ, რადგან თავიდანვე კარგად დავიწყეთ.

რაც შეეხება პენალტის ეპიზოდს, მცირე კონტაქტი იყო და დავეცი. ორივე შემთხვევაში პენალტი დასანიშნი იყო.

ჩვენ ყველა თამაშისთვის მზად ვართ. ჩვენი მიზანია,რომ ყველა შეხვედრაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ და ასე მოვა წარმატება", - აცხადებს ვილიანი.

GOAL.GE ბაქოდან

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები