საფეხბურთო ზეიმი ბაქოში - 70 ათასმა ქომაგმა ჩელსი ვერ გააჩერა - GOAL.GE ბაქოდან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საფეხბურთო ზეიმი ბაქოში - 70 ათასმა ქომაგმა ჩელსი ვერ გააჩერა - GOAL.GE ბაქოდან


საფეხბურთო ზეიმი ბაქოში - 70 ათასმა ქომაგმა ჩელსი ვერ გააჩერა - GOAL.GE ბაქოდან
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში გაიმართა საინტერესო და სანახაობრივი შეხვედრა "ყარაბახსა" და ლონდონის "ჩელსის" შორის.

GOAL.GE-ს ჟურნალისტი ამ მატჩს დაესწრო და აქტიურად გააშუქა ბაქოში მიმდინარე მოვლენები.

საინტერესოა, რა ხდება ამ ქალაქში კადრს მიღ​მა მაშინ, როცა ასეთი დიდი მატჩია.

მატჩამდე ერთი დღ​ით ადრე, ლონდონის "ჩელსიმ" ვარჯიში "ბაკსელ არენაზე" გამართა. "ჩელსის" აზერბაიჯანელი გულშემატკივრები ლონდონელებს სპეციალური პლაკატებითა და შეძახილებით შეხვდნენ



აზერბაიჯანელები რომ თავიანთი გუნდების და ნაკრების დიდი გულშემატკივრები არიან, ყველასთვის ცნობილია, თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

თამაშის დაწყებამდე 2 საათით ადრე "ოლიმპიური სტადიონის" შესასვლელთან უამრავი გულშემატკივარი შეიკრიბა, მატჩამდე 1 საათით ადრე კი სტადიონი, ფაქტობრივად, სავსე იყო.

თუმცა ბაქოში შეკრებილმა 70 ათასმა გულშემატკივარმა "ჩელსი" ვერ შეაშინა და ლონდონელებმა შინაური "ყარაბახი" 4:0 გაანადგურეს.

ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ეს ათასობით გულშემატკივარი სტადიონზე არა "ჩელსის" ვარსკვლავების სანახავად, არამედ თავიანთი გუნდის, "ყარაბახის" საგულშემატკივროდ მოვიდა, რაც მთელი მატჩის განმავლობაში იგრძნობოდა.



მოედანზე ფეხბურთელები გამოვიდნენ, ჩაირთო ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი და "ოლიმპიური სტადიონი" სამოთხედ იქცა - აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ულამაზესი პერფორმანსი მოაწყეს.

გთავაზობთ ვიდეო კადრებს, თუ რა ხდებოდა სტადიონზე, როცა თამაში დაიწყო.



პირველივე წუთებზე "ყარაბახს" ძალიან რეალური მომენტი შეექმნა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა. კაცის გაგდების შემდეგ მასპინძელი გუნდი მოიშალა. ანგარიში ედენ აზარმა გახსნა.

აზარის გოლს ცოტახანში ვილიანმა უპასუხა და პირველი ტაიმის შემდეგ "ჩელსიმ" 2-ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა.

მხიარული იყო მეორე ტაიმის მეორე ნახევარიც. 73-ე წუთზე ფაბრეგასის პენალტს 70 ათასი გულშემატკივარი უსტვენდა, თუმცა რამდენიმე წამში სესკმა ყველა დაადუმა.



სტადიონის ნაადრევად დატოვება ქართველი გულშემატკივრის სენია და ჩვენთვის უცნობი არაა, რასაც ხშირად კრიტიკაც მოჰყვება ხოლმე.

მსგავსი ფაქტი მოხდა ბაქოშიც. ვილიანის გოლის შემდეგ, "ყარაბახის" გულშემატკივრები დაიშალნენ და ტრიბუნები თითქმის ცარიელი იყო.

აზერბაიჯანელი გულშემატკივრები სტადიონს ნაადრევად ტოვებენ


"ოლიმპიურ სტადიონზე" კიდევ ერთი ქართული ტრადიცია შევამჩნიეთ - ასეთ მდგომარეობაშია სტადიონის ეზო, "ყარაბახი" "ჩელსის" მატჩის დასრულების შემდეგ.

საფეხბურთო ზეიმი ბაქოში - 70 ათასმა ქომაგმა ჩელსი ვერ გააჩერა - GOAL.GE ბაქოდან

საბოლოოდ, ამ მატჩმა ყველაფერი გადაწყვიტა - "ყარაბახი" ჯგუფში ჩარჩა და ევროპა ლიგაზეც ვერ გავა, "ჩელსიმ" კი ბოლო ტურის წინ ფლეი-ოფში თამაში გაინაღდა.

კონტე: "ასეთ ატმოსფეროში თამაში ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულია"
ყარაბახის მწვრთნელი: "ფეხბურთელები შოკში იყვნენ"
აზარი: "ყარაბახს რომ პირველი გოლი გაეტანა, სულ სხვა თამაში წავიდოდა"
ვილიანი: "ორივე შემთხვევაში პენალტი დასანიშნი იყო"

შენიშვნა* სტატიაში განთავსებული ყველა ვიდეო ეკუთვნის GOAL.GE-ს!
GOAL.GE ბაქოდან

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები