ბაიერნს ალკანტარა რამდენიმე თვით გამოაკლდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბაიერნს ალკანტარა რამდენიმე თვით გამოაკლდა


ბაიერნს ალკანტარა რამდენიმე თვით გამოაკლდა
"ბაიერნის" ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ანდერლეხტთან" გამართულ მატჩში დაშავდა.

ფეხბურთელი მეტოქესთან შეჯახების შემდეგ მინდორზე ცუდად დაეცა, რის გამოც შესაცვლელი გახდა და მის ნაცვლად მოედანზე ხამეს როდრიგესი ვიხილეთ.

აღინიშნება, რომ ესპანელს ტერფი აქვს დაზიანებული.

ალკანტარამ სტადიონი ექიმების დახმარების გარეშე ვერ დატოვა. დიდი ალბათობით, რამდენიმე თვეს იუქმებს.

ამ სეზონში ტიაგომ "რეკორდმაისტერის" მაისურით 15 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები