ჰაიკესი თავისი გუნდით უკმაყოფილოა: "ასე არ შეიძლება!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰაიკესი თავისი გუნდით უკმაყოფილოა: "ასე არ შეიძლება!"


ჰაიკესი თავისი გუნდით უკმაყოფილოა:
"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში "ანდერლეხტთან" (2:1) გამართული მატჩის შემდეგ თქვა, რომ ფეხბურთელებით უკმაყოფილოა და ამაზე მათ შესვენებაზე აცნობა.

სპეციალისტის თქმით, გუნდი არადამაჯერებლად თამაშობდა, მიუხედავად გამარჯვებისა.

"პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა გვქონდა, ბევრჯერ დავკარგეთ ბურთი, გადაცემებს არადამაჯერებლად ვაკეთებდით", - ციტირებს "ბაიერნის" პრესსამსახური ჰაინკესის სიტყვებს.

"პლიუს ამას მეტოქეს 3-4 აშკარა საგოლე მომენტის შექმნის საშუალება მივეცით. ბევრი რამ გვაკლდა. რა თქმა უნდა, გუნდს ამის შესახებ შესვენებაზე ვუთხარი. პირველი ტაიმის დადებითი შედეგი ნულოვანი ფრე იყო".

"მეტოქეც უნდა შევაქო. "ანდერლეხტმა" ახალ მწვრთნელთან ერთად საერთოდ სხვანაირად ითამაშა. მეტი მოძრაობა, მეტი სურვილი იყო. თუმცა, ჩვენც, რა თქმა უნდა, დაუდევრად დავიწყეთ თამაში".

"ასე არ შეიძლება, ეს კი მთელი მატჩის განმავლობაში დავინახეთ. 2:1 გავიმარჯვეთ, მაგრამ ეს თამაში გამორჩეული არ ყოფილა", - დასძინა იუპმა.

ასეთი სისწრაფე ჰქონდა რონალდუს


მომენტი, როცა იბრაჰიმოვიჩი რონალდოს პირველად შეხვდა


სტადიონის დემონტაჟი აშშ-ში


ატლეტიკო-რეალის მატჩის წინ ცხენმა პოლიციელი გადმოაგდო


ხავიმ ყატარში მორიგი ჯარიმა გაიტანა


ნეიმარის ულამაზესი მოძრაობა ლიგა 1-ის გასულ ტურში


ინგლისში, 1 მატჩში 4 კურიოზული გოლი გავიდა


რეალის ფეხბურთელი, მარტინ ედეგორი გასულ ტურში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები