სპორტინგის ფორვარდი: "ბარსელონა უნდა დავამარცხოთ. რატომაც არა?" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სპორტინგის ფორვარდი: "ბარსელონა უნდა დავამარცხოთ. რატომაც არა?"


სპორტინგის ფორვარდი:
"სპორტინგის" თავდასხმელი, ბას დოსტი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გუნდის თამაშით კმაყოფილია.

მოგეხსენებათ, გუშინ, ლისაბონელებმა "ოლიმპიაკოსი" ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.

"ბარსელონასთან" და "იუვენტუსთან" ჯგუფში შვიდი ქულა ავიღეთ, უნდა ვიამაყოთ", - ციტირებს დოსტის სიტყვებს A Bola.

"რთულია ფლეი ოფში გასვლა - "ბარსელონა" უნდა დავამარცხოთ, ეს არც თუ ისე ადვილია. თუმცა, რატომაც არა? საკუთარი თავის უნდა გვჯეროდეს".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები