დრაქსლერისთვის ბრძოლაში ლივერპულიც ჩაერთო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დრაქსლერისთვის ბრძოლაში ლივერპულიც ჩაერთო


დრაქსლერისთვის ბრძოლაში ლივერპულიც ჩაერთო
"პარი სენ ჟერმენის" გერმანელი შემტევით, იულიან დრაქსლერით, "ლივერპულიც" დაინტერესდა.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა "L'Equipe" იტყობინება, რომ მერსესაიდულ გრანდს იანვარში დრაქსლერის იჯარით დამატება სურს და მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

"ლივერპულის" მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს, სურს, რომ გუნდის შემადგენლობა გააძლიეროს და მიუხედავად იმისა, რომ დრაქსლერი სეზონის მეორე ნახევარში გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ დაეხმარება, მისი იმედი პრემიერ ლიგაში ექნება.

დრაქსლერმა საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 11 თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები