კიელინი კროტონესთან თამაშს გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კიელინი კროტონესთან თამაშს გამოტოვებს


კიელინი კროტონესთან თამაშს გამოტოვებს
ტურინის "იუვენტუსის" გამოცდილი ცენტრალური მცველი, ჯორჯო კიელინი, საკუთარ გუნდს იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურშიც ვერ დაეხმარება.

33 წლის იტალიელს ბარძაყის ტრავმა აწუხებს, რომლის გამოც გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიის "ბარსელონასთან" მატჩი გამოტოვა და ამ უქმეებზეც დაისვენებს.

დეკემბრის დასაწყისში ტურინული გრანდი მთავარ კონკურენტ "ნაპოლის" დაუპირისპირდება და მასიმილიანო ალეგრის სურს, რომ კიელინი სწორედ ამ თამაშისთვის იყოს 100%-თ მზად.

ამ უქმეებზე "იუვენტუსი" საკუთარ მოედანზე ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ "კროტონეს" შეხვდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი ჯორჯო კიელინი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები