კაკამ დაადასტურა, რომ მილანისგან შეთავაზება მიიღო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კაკამ დაადასტურა, რომ მილანისგან შეთავაზება მიიღო


კაკამ დაადასტურა, რომ მილანისგან შეთავაზება მიიღო
"ორლანდო სიტის" შემტევმა ნახევარმცველმა, რიკარდო კაკამ, დაადასტურა, რომ "მილანისგან" კლუბის სტრუქტურაში მუშაობის შემოთავაზება მიიღო.

"ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი გავაგრძელებ საფეხბურთო კარიერას თუ არა. თუმცა "მილანის" დირექტორთა საბჭოში შესვლა მართლაც განსაკუთრებული მოვლენა იქნება", - განაცხადა 35 წლის ბრაზილიელმა.

კაკას, რომელიც "როსონერის" ნამდვილი ლეგენდაა, ამერიკულ კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს და თუ რიკარდო კარიერის დასრულებას გადაწყვეტს, მაშინ მილანურ გრანდში დაბრუნების შესაძლებლობა ექნება.

კაკა "მილანის" ღირსებას 2003-09 წლებში იცავდა, ხოლო "ორლანდო სიტის" 2014 წლიდან ეხმარება.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი რიკარდო კაკა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები