დონარუმა: "მილანს დიდებული მომავალი აქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დონარუმა: "მილანს დიდებული მომავალი აქვს"


დონარუმა:
"მილანის" უნიჭიერესი გოლკიპერი, ჯანლუიჯი დონარუმა, დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ნათელი მომავალი ელის.

"ეს არის შემადგენლობა, რომელიც სერიოზულად შეიცვალა. ზაფხულში ბევრი დიდებული მოთამაშე დავიმატეთ და ვიცოდით, რომ ყველა უცბად ვერ გაივლიდა აკლიმატიზაციას.

ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს და ახალი მოთამაშეების გუნდში ინტეგრირება საუკეთესო გზით უნდა მოვახდინოთ.

ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები ვართ და უდიდესი ტალანტი გაგვაჩნია. ვფიქობ, რომ "მილანს" დიდებული მომავალი აქვს", - განაცხადა დონარუმამ.

"როსონერიმ" ზაფხულში 200 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა და 11 ახალი მოთამაშე დაიმატა, მაგრამ იტალიის ჩემპიონატის საწყისი 13 ტურის შემდეგ გუნდი 19 ქულით მხოლოდ მე-7 პოზიციას იკავებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი ჯანლუიჯი დონარუმა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები