რანიერიმ საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი დატროლა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რანიერიმ საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი დატროლა


რანიერიმ საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი დატროლა
გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი, კლაუდიო რანიერი, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცის, რაიმონდ დომენეკის, განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მის აზრს ფეხბურთზე არასოდეს გაითვალისწინებს.

საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურში რანიერის "ნანტი" სტუმრად "პსჟ-სთან" 1:4 დამარცხდა და მატჩის შემდეგ დომენეკმა აღნიშნა, რომ "ავტობუსის ტაქტიკამ" როგორც იქნა არ გაამართლა.

"თუ ჩვენ "ავტობუსებზე" ვსაუბრობთ, მაშინ გეტყვით, რომ ყველაზე კარგად დომენეკის "ავტობუსი" ვიცი. რეალურად კი ის, რომ დომენეკი მთავარ მწვრთნელს დასცინის - ეს სერიოზული საკითხია.

ცოტათი დაუჯერებელია, რომ ამაზე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ხუმრობს. სად იკარგება ეთიკა? დომენეკი თეატრზე რომ საუბრობდეს მოვუსმენდი, მაგრამ არა ფეხბურთზე, ამას არასოდეს გავაკეთებ!

მწვრთნელის მიმართ კრიტიკა კარგია, ვინაიდან ეს განვითარებაში გეხმარება. თუმცა მნიშვნელოვანია თუ ვისგან მოდის ეს კრიტიკა. არასოდეს მინახავს, რომ რომელიმე ჟურნალისტს თავისი კოლეგისთვის საჯაროდ მიეცა შენიშვნა.

ეჰ დომენეკ, დომენეკ...ეს უბრალოდ დაუჯერებელია", - განაცხადა რანიერიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები