ლაციოს სპორტული დირექტორი: "ევროპა ლიგის მოგება გვინდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლაციოს სპორტული დირექტორი: "ევროპა ლიგის მოგება გვინდა"


ლაციოს სპორტული დირექტორი:
რომის "ლაციოს" სპორტულმა დირექტორმა, იგლი ტარემ, ევროპის ლიგაზე თავისი გუნდის მიზნებზე ისაუბრა.

"ახლა "ლაციოს" დიდებული პერიოდი აქვს და ვფიქრობ, ჩვენი შესაძლებლობები შეუზღუდავია.

ვეცდებით, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძოლოთ, მაგრამ ამასთან ერთად არც ევროპა ლიგა დავივიწყოთ. ეს არის ტურნირი, რომლის მოგებაც ჩვენი მიზანი და სურვილია", - განაცხადა იგლი ტარემ.

"არწივებმა" ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მიმდინარე სეზონი ოთხიდან 4 გამარჯვებით დაიწყეს და ფლეი-ოფის საგზური გაინაღდეს. დღეს საღამოს რომაული კლუბი შინ "ვიტესს" მიიღებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლაციო იგლი ტარე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები