რობენი მათეუსს დაეწია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რობენი მათეუსს დაეწია


რობენი მათეუსს დაეწია
მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი ვინგერი, არიენ რობენი, ჩემპიონთა ლიგაზე "რეკორდმაისტერის" რიგებში ჩატარებული თამაშების რაოდენობით ლეგენდარულ ლოთარ მათეუსს გაუთანაბრდა.

გუშინ საღამოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში გერმანულმა გრანდმა სტუმრად "ანდერლეხტი" 2:1 დაამარცხა და რობენმა მოედანზე 48 წუთი დაჰყო.

ეს არიენისთვის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე "ბაიერნის" მაისურით 64-ე თამაში იყო და ამ მაჩვენებლით "მფრინავი ჰოლანდიელი" მათეუსს დაეწია.

ევროთასებზე "რეკორდმაიტერის" მაისურით ყველაზე მეტი თამაში გუნდის ყოფილ კაპიტანსა და მარჯვენა მცველს, ფილიპ ლამს, აქვს ჩატარებული - 105.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები