"ლივერპულის ქომაგი, რომელიც მოურინიომ დაიწუნა", - დე ბრუინის ისტორია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ლივერპულის ქომაგი, რომელიც მოურინიომ დაიწუნა", - დე ბრუინის ისტორია



სეზონი მძიმედ დაიწყო. დე ბრუინი ნაკრებთან ერთად ბაქოში ჩაფრინდა, თუმცა არ ითამაშა. "ძალიან მალე იღლები და წითლდები," - უთხრა მას ბელგიის ეროვნული გუნდის იმ დროინდელმა მეორე მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა. ამის შემდეგ იყო მატჩი, რომელშიც კევინს კრუნჩხვა დაემართა. სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ ბელგიელს ინფექციური მონონუკლეოზი სჭირდა.

იმ დღესვე დე ბრუინს ბებია გარდაეცვალა, რომელიც ინგლისში ცხოვრობდა და გულზე ოპერაციის ჩასატარებლად ემზადებოდა. კევინს სამ-კვირიანი შვებულება მისცეს ძალების აღსადგენად, თუმცა უშედეგოდ. "დღეში 18-20 საათი მეძინა, მაგრამ მაინც დაღლილად ვგრძნობდი თავს და გულის რევის შეგრძნება მქონდა,"

"ლივერპულის ქომაგი, რომელიც მოურინიომ დაიწუნა", - დე ბრუინის ისტორია

ორი თვის შემდეგ, დე ბრუინი დაბრუნდა და სირთულეებმა კვლავ იჩინეს თავი. ის "სერკლ ბრიუგეს" ერთ-ერთ ფეხბურთელს შეეჯახა და გონება დაკარგა. მოედანზე გულშემატკივრები შეცვივდნენ, კურტუამ შამპანიურით გაწუწა მწვრთნელი ვერკაუტერენი, მცველმა ნადსონმა კი ბრაზილიის დროშა შემოიხვია, ერთი სიტყვით, იმ მატჩში "გენკი" ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ტვინის შერყევამ ამოშალა დე ბრუინის გონებიდან ეს ზეიმი.

კევინის დედა ან კალანი დაიბადა აფრიკაში, გაიზარდა ინგლისში და ერვიგ დე ბრუინთან ქორწინების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდა. დე ბრუინების ოჯახში ყველა "ლივერპულის" გულშემატკივარი იყო. შვილი ხშირად იღებდა საჩუქრებს "წითლების" ატრიბუტიკით. თავად კევინის კუმირი კი მაიკლ ოუენი იყო. ბელგიელი ყველაფერში ბაძავდა ინგლისის ათიანს და ვარჯიშებზე იმ ლეგენდარული გოლის გატანას ცდილობდა, რომელიც ოუენმა არგენტინას შეუგდო 1998 წლის მუნდიალზე.

"ლივერპულის ქომაგი, რომელიც მოურინიომ დაიწუნა", - დე ბრუინის ისტორია

"როდესაც კევინი 12 წლის იყო, მისი კლასელები თხილამურებით სასრიალოთ წავიდნენ, თუმცა ჩემი შვილი სახლში დარჩა, რადგან ოუენს კონტრაქტის თანახმად აკრძალული ჰქონდა ექსტრემალური სპორტის სახეობებით დაკავება. შესაბამისად არც კევინი სრიალებდა,"

"10 წლის ასაკში მან გამოტოვა საუკეთესო მეგობრის დაბადების დღე, რადგან "დრონიენის" შემადგენლობაში ვარჯიში ჰქონდა კარტოფილის მინდორზე. სწორედ იმ მომენტში შენიშნეს ის "გენტის" სკაუტებმა. სელექციონერები აღტაცებულნი იყვნენ თუ როგორ კარგად თამაშობდა კევინი ტალახიან მიწაზე," - ამ ყველაფერს იხსენებს ბელგიელის მამა ერვიგი.

დე ბრუინის პირველი ნაბიჯები ფეხბურთში


2000 წელს დე ბრუინი "გენტში" ჩაირიცხა. მან მალევე მოიგო ბელგიის ბავშვთა თასი, რის შემდეგაც იგი სინჯებზე "არსენალში" წავიდა. კევინის მოზარდობის წარმატებების აღმსახველი ვიდეო მასალა მშობლების სახლში ინახება. იქვე დევს იუნიორთა პარიზულ ტურნირში მოპოვებული 6-კილოგრამიანი ჯილდო.

"თასი იმდენად მძიმე იყო, რომ ვერც კი ვწევდი. იმ ჩემპიონატზე საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს, არადა 35 მოზარდიდან ყველაზე უმცროსი ვიყავი, " - გაიხსენებს მოგვიანებით კევინი.

"ლივერპულის ქომაგი, რომელიც მოურინიომ დაიწუნა", - დე ბრუინის ისტორია

ბელგიის ბავშვთა თასის ფინალის წინ დე ბრუინს მცირე ტრავმა აწუხებდა და მწვრთნელმა ის სათადარიგოთა სკამზე დატოვა. კევინი ანერვიულდა, განრისხდა და ტირილი დაიწყო. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა დამრიგებელმა მისი გამოყვანა, "გენტის" 7 გოლიდან, 4 დე ბრუინის ანგარიშზე იყო. "ინდიელთა" აკადემიაში ჭირვეული მოზარდი მალე მობეზრდათ და ის გუნდიდან გაუშვეს. დე ბრუინის ხელში ჩასაგდებად "ანდერლეხტი" და "ბრიუგე" იბრძოდა, თუმცა კევინმა ყველაზე შორეული მარშრუტი აირჩია- "გენკი".

"მეხაშტეების" აკადემიაში დე ბრუინმა ძველი შეცდომები არ გაიმეორა, პირიქით, იგი ორმაგად მოტივირებული იყო. კევინი მთელი დღე ვარჯიშობდა, ღამით კი როცა ყველას ეძინა, ის ჭამდა. იმ დროს ბელგიელს ხშირად მოსდიოდა სისხლი ცხვირიდან. ეს ამბავი არავის რომ არ გაეგო, დე ბრუინი უცხო თვალებისგან მალულად რეცხავდა დასვრილ ტანსაცმელს. ასაკის მატებასთან ერთად, ბელგიელი ხშირად იღებდა კუნტის ტრავმებს. სწორედ ამის გამო არ ჩქარობდნენ "გენკის" მესვეურები კევინთან კონტრაქტის გაფორმებას.

"ლივერპულის ქომაგი, რომელიც მოურინიომ დაიწუნა", - დე ბრუინის ისტორია

ყველაფერი გადაწონა ერთმა მატჩმა, უფრო სწორად ტაიმმა. დე ბრუინმა 45 წუთში 5 გოლის გატანა მოახერხა და საბოლოოდ დაარწმუნა "მეხაშტეები" თუ როგორი ტალანტი იზრდებოდა მათ აკადემიაში. მთავარ გუნდში მოხვედრის შემდეგ, ბელგიელს მორიდებულად ყოფნა ურჩიეს, რადგან ის ხშირად უყვიროდა, აკრიტიკებდა და სიზარმაცეში სდებდა ბრალს მასზე ბევრად უფროს მოთამაშეებსაც კი.

აღსანიშნავია, რომ კევინის თანაგუნდელები "გენკში" ტიბო კურტუა და კრისტიან ბენტეკე იყვნენ. "სტანდარტთან" გამარჯვების აღსანიშნავად კევინი გასართობად კლუბში წავიდა, სადაც ღამეში 4 000 ევრო დახარჯა. მამამისი ირვიგი, რომელიც მეტალურგიული კომბინატის ხელოსანი იყო ამხელა ფულს ერთ თვეშიც ვერ შოულობდა.

"ლივერპულის ქომაგი, რომელიც მოურინიომ დაიწუნა", - დე ბრუინის ისტორია

დე ბრუინის სადებიუტო სეზონი დიდ ფეხბურთში გააფუჭა არა მხოლოდ მონონუკლეოზმა და ტვინის შერყევამ, არამედ თითების მოტეხილობამ და მუხლის მყესების დაზიანებამაც. ზაფხულში ბელგიელი "ტვენტეში" გადასვლაზე უარს იტყვის, რადგან "გენკთან" ერთად მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ენდომება. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ბელგიელს "ჩელსი" შენიშნავს და მალევე გაიფორმებს.

დღესავით ნათელი იყო, რომ დე ბრუინი ჯერ არ იყო სათანადოდ მზად პრემიერლიგისთვის, ამიტომ "არისტოკრატებმა" ის "ვერდერში" გაუშვეს იჯარით. ბრემენში ბელგიელი შესანიშნავ შემტევ ტრიოს შექმნის მარკო არნაუტოვიჩსა და ელჯერო ელიასთან. გერმანულ პუბლიკას ძალიან მოსწონდა წითური ბელგიელი, თუმცა სირთულეებმა იქაც იჩინეს.

"ლივერპულის ქომაგი, რომელიც მოურინიომ დაიწუნა", - დე ბრუინის ისტორია

საქმე იმაშია, რომ "ვერდერის" თავკაცი ტომას შააფი კონსერვატიული მეთოდების მიმდევარი იყო. ის არ უთმობდა დიდ დროს ტაქტიკას, გერმანელი აქცენტს ფიზიკურ დატვირთვასა და მოტივირებაზე აკეთებდა. ყველაფრის მიუხედავად, დე ბრუინი მაინც გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე.

ბრემენში ყოფნის დროს კევინმა შეიტყო სამწუხარო და გამაოგნებელი ამბავი. დე ბრუინის შეყვარებულმა კაროლინამ მას კურტუასთან უღალატა. ეს იყო შურისძიება იმის გამო, რომ ადრე კევინმა ანალოგიური რამ მის საუკეთესო დაქალთან გააკეთა. ყველაფრის დასალაგებლად "ვერდერმა" კევინს ორი დასვენების დღე გამოუყო, "ნაიკმა" კი მას ექსკლუზიური ბუცები გამოუგზავნა.

"ლივერპულის ქომაგი, რომელიც მოურინიომ დაიწუნა", - დე ბრუინის ისტორია

დე ბრუინის შეძენა ძალიან უნდოდა დორტმუნდის "ბორუსიას". იურგენ კლოპს უკვე შეთანხმებული ჰქონდა ბელგიელთან პირადი კონტრაქტის დეტალები, თუმცა ყველაფერში ჩაერია "ჩელსის" იმ დროინდელი თავკაცი ჟოზე მოურინიო, რომელმაც წითური შემტევი "სტემფორდ ბრიჯზე" დააბრუნა. კევინი გაოგნებული იყო იმ ფაქტით, რომ ინგლისში ფეხბურთელებს შეეძლოთ პიცის ან ჰამბურგერის მირთმევა, კოკა-კოლას დალევა და გასახდელში მუსიკის ხმამაღლა მოსმენა.

"არისტოკრატების" რიგებში ჩატარებული სადებიუტო მატჩი წარმატებული გამოდგა. დე ბრუინმა საგოლე გადაცემა გაუკეთა ოსკარს და თამაშის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. შემდეგ სამწუხაროდ მოურინიომ აითვალწუნა ბელგიელი შემტევი და სათადარიგოთა სკამზე დასვა ის.

"ლივერპულის ქომაგი, რომელიც მოურინიომ დაიწუნა", - დე ბრუინის ისტორია

"ჟოზემ "ჩელსის" შემტევ ნახევარმცველებს თავისთან გვიხმო. მან გვანახა სტატისტიკა, რომელიც გოლების, ასისტების, ზუსტი გადაცემების პროცენტულობისა და შესრულებული დრიბლინგისგან იყო შემდგარი. მოურინიომ მითხრა, რომ მოცემული ექვსეულიდან ყველაზე სუსტი ვიყავი. ეს უსამართლობა იყო, რადგან სხვებზე ბევრად უფრო ნაკლები სათამაშო დრო მეძლეოდა. როგორ შემადარა მან მე აზარს, მატასა და ოსკარს, რომლებიც ჩემგან განსხვავებით რეგულარულად ჩნდებოდნენ სასტარტო შემადგენლობაში," - იტყვის მოგვიანებით დე ბრუინი.

"ლივერპულის ქომაგი, რომელიც მოურინიომ დაიწუნა", - დე ბრუინის ისტორია

ამ დისკუსიის შემდეგ, კევინისა და "ჩელსის" გზები გაიყარა. შელახული სახელის აღსადგენად ბელგიელი დაბრუნდა იქ, საიდანაც თავაწეული წავიდა თავი დროზე, საუბარია ბუნდესლიგაზე, მაგრამ ამჯერად "ვოლფსბურგზე". დე ბრუინი "მგლების" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა და მან ეს სტატუსი 100%-ით გაამართლა. ბელგიელი შეპყრობილივით თამაშობდა მოედანზე და მოწინააღმდეგეებისგან ქვას-ქვაზე არ ტოვებდა. დე ბრუინი თავისი ბრწყინვალე ასპარეზობით თითქოს მოურინიოს უხდიდა სამაგიეროს. მომავალში მას კიდევ ექნება პორტუგალიელის დასჯის ბედნიერება.

დე ბრუინის შესანიშნავი გოლი მოურინიოს მანჩესტერ იუნაიტედის კარში


"ვოლფსბურგში" გატარებული შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ, ჩნდებოდა კითხვა, თუ რომელი გრანდი ჩამოვიდოდა ბელგიელის სანაცვლოდ ასტრონომიულ თანხას. ყველას "მანჩესტერ სიტიმ" აჯობა, რომელიც დე ბრუინი 70 მილიონ ევროდ შეიძინა. წითური შემტევი მალევე გახდება "ქალაქელთა" გულშემატკივრების ფავორიტი მოთამაშე, ხოსეპ გვარდიოლა კი მოგვიანებით მასზე იტყვის:

"დე ბრუინი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. დიახ, მესი უკონკურენტოა და არგენტინელს თავისი საკუთარი მაგიდა აქვს, თუმცა კევინს შეუძლია, რომ გვერდით მიუჯდეს მას,"

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები