ალონსო: "ნაპოლის თამაშების ყურება მომწონს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალონსო: "ნაპოლის თამაშების ყურება მომწონს"


ალონსო:

ლეგენდარულმა ესპანელმა მოთამაშემ, ხაბი ალონსომ, რომელმაც საფეხბურთო კარიერა ამ ზაფხულს დაასრულა, განაცხადა, რომ ყოფილ კლუბებთან ერთად კიდევ რამდენიმე გუნდის თამაშს უყურებს.

"ჩემი ყოფილი კლუბების გარდა "ნაპოლის", "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსის" მატჩებს ვუყურებ აქტიურად.

იტალიელები და მანჩესტერელები ძალიან კარგად თამაშობენ. მაურიციო სარიმ ჩინებული გუნდი შექმნა, რომელიც ძალიან კარგად არის ორგანიზებული. ეს გუნდი უკვე წლებია მაღალი კლასის ფეხბურთს აჩვენებს.

ჟორჟინიო ძალიან მომწონს. ის არ იყო ძალიან ცნობილი მოთამაშე, მაგრამ "ნაპოლის" რიგებში იდეალურად გამოიყურება. ის თამაშში ყოველთვის არის ჩართული და საოცრად დინამიურია", - განაცხადა 35 წლის "მაესტრომ."
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი ხაბი ალონსო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები