ევროპის ყველაზე შედეგიანი ფორვარდები - ვინ არიან ისინი? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ევროპის ყველაზე შედეგიანი ფორვარდები - ვინ არიან ისინი?


ევროპის ყველაზე შედეგიანი ფორვარდები - ვინ არიან ისინი?

ახალი სეზონის დაწყებიდან ჯერ მხოლოდ 3 თვეზე ოდნავ მეტი გავიდა, თუმცა უკვე ახლა ჩანს თუ ვინ მიიღწევს მწვერვალისკენ. გთავაზობთ ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატების სტატისტიკურ მიმოხილვას, რომელშიც სამწუხაროდ კრიშტიანუ რონალდუსთვის ადგილი ვერ მოიძებნა.

ვინ იტანს ყველაზე მეტს

ევროპის ყველაზე შედეგიანი ფორვარდები - ვინ არიან ისინი?

მხოლოდ გოლების რაოდენობის შეფასება სისულელეა, რადგან აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩემპიონატის დონე. ამიტომ უნდა მიმოვიხილოთ ისეთი ფორვარდები, რომელთა წვლილი ზოგადად გუნდურ წარმატებაში არის უდიდესი.

ამ პარამეტრით ჯერჯერობით უკონკურენტოა "ინტერის" ბომბარდირი მაურო იკარდი. არგენტინელი სნაიპერის ანგარიშზე მთლიანი "ნერიძურის" გოლების რაოდენობის 54%-ია. (ჯამში სულ 15). მეორე ადგილზე იმყოფება მისი პირდაპირი კონკურენტი ჩირო იმობილე. იტალიელსაც 15 ბურთი აქვს შეგდებული, თუმცა ეს "ლაციოს" გოლების რაოდენობის მხოლოდ 45%-ია.

ასე ეგებებიან მაურო იკარდის მილანის ქუჩებში


ვინ ეხება ბურთს ყველაზე მეტჯერ მოწინააღმდეგე გუნდის საჯარიმოში

ევროპის ყველაზე შედეგიანი ფორვარდები - ვინ არიან ისინი?

ვინ თუ არა ლეონელ მესი. ფეხბურთის მეფეს 118 საჭირო ქმედება აქვს განხორციელებული ბურთით. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ წელიწადში 43 მილიონი ევრო ადეკვატური ინვესტირებაა.

ვინ იტანს ყველაზე მეტს თავით

ევროპის ყველაზე შედეგიანი ფორვარდები - ვინ არიან ისინი?

წელს საჰაერო ორთაბრძოლის მეფის ტიტულისთვის ჯერჯერობით 4 ფორვარდი იბრძვის. ალვარო მორატა, რადამელ ფალკაო, "ჟირონელი" კრისტიან სტუანი და "ვალენსიელი" როდრიგო მორენო. მათ ანგარიშზე 4 გოლია მეორე სართულიდან.

ყველაზე მეტი გოლი მარჯვენა და მარცხენა ფეხით

ევროპის ყველაზე შედეგიანი ფორვარდები - ვინ არიან ისინი?

სანამ კრიშტიანუ რონალდუ ფორმის აკრეფას ცდილობს, მის სამეფო ტახტზე ედინსონ კავანი ავიდა. ურუგვაელმა გოლეადორმა უკვე 13 გოლი გაიტანა მარჯვენა ფეხით. რაც შეეხება მარცხენას, მესისა და დიბალას 11-11 ბურთი აქვთ შეგდებული.

რეალიზაციის საუკეთესო პროცენტი

ევროპის ყველაზე შედეგიანი ფორვარდები - ვინ არიან ისინი?

გაგიკვირდებათ და ამ კომპონენტში ლიდერობს "რეალ სოსიედადის" ფორვარდი მიკელ ოიარსაბალი. მან კარში 13-ჯერ დაარტყა, აქედან 6 ბურთი ბადეში გაეხვია. დიდი ალბათობით ბასკს მომავალ ზაფხულს რომელიმე ტოპ-კლუბი წაიყვანს.

ვინ სცდება მოწინააღმდეგეს ყველაზე ეფექტურად

ევროპის ყველაზე შედეგიანი ფორვარდები - ვინ არიან ისინი?

ალექსანდრ ლაკაზეტს წელს ორი მიღწევა აქვს. პრემიერლიგაში ფრანგი ყველაზე მეტს იტანს საშინაო არენაზე (5 გოლი), ამის გარდა, ის შეუდარებელია დრიბლინგში. მისი კაცის მოტყუების პროცენტული მაჩვენებელი 77,8-ს შეადგენს, ანუ ლაკაზეტი 5 შემთხვევიდან 4-ში წარმატებულად სცდება მეტოქეს.

გოლზე დახარჯული ყველაზე ნაკლები წუთი

ევროპის ყველაზე შედეგიანი ფორვარდები - ვინ არიან ისინი?

ანხელ როდრიგესი 30 წლის არის, მისი კარიერის პიკი კი "რეალ მადრიდ ბ"-ში იყო. ახლა ის "ხეტაფეს" ფეხბურთელია. წელს მან 6 ბურთი შეაგდო, რომელსაც მხოლოდ 469 წუთი დაახარჯა, ანუ ის ყოველ 78 წუთში ერთხელ იტანს გოლს ლა ლიგაში. ცნობისთვის, რონალდუმ თავის 2 ბურთს 810 წუთი მოანდომა.

ვის წინააღმდეგ ჯარიმდებიან ყველაზე ხშირად

ევროპის ყველაზე შედეგიანი ფორვარდები - ვინ არიან ისინი?

ნეიმარი უკონკურენტოა. ბრაზილიელმა ვარვსკვლავმა 48 სტანდარტი გამოუმუშავა თავის გუნდს. ამის გარდა, ნეიმ ყველაზე მეტი (43) სახიფატო მომენტი შეუქმნა თავის თანაგუნდელებს.

გავიხსენოთ ნეიმარისა და კავანის ჩხუბი პენალტის გამო


მთავარი გადამრჩენელი

ევროპის ყველაზე შედეგიანი ფორვარდები - ვინ არიან ისინი?

"მანჩესტერ სიტიმ" ზედიზედ მე-19 შეხვედრა მოიგო. ბოლო 3 მატჩში გამარჯვების მომტანად ერთი და იგივე ფეხბურთელი გვევლინება-რაჰიმ სტერლინგი. აღსანიშნავია, რომ რეაქტიულმა ინგლისელმა ყველა გადამწყვეტი გოლი 84-ე წუთის შემდეგ გაიტანა. ჯამში სტერლინგის ანგარიშზე 4 სამი ქულის მომტანი ბურთია.

ყველაზე ეფექტური ვინგერი

ევროპის ყველაზე შედეგიანი ფორვარდები - ვინ არიან ისინი?

მართალია აღნიშნული სტატისტიკა მხოლოდ თავდამსხმელებს ეხებათ, თუმცა არ შეიძლება, რომ მოჰამედ სალაჰზეც არ ითქვას ერთი-ორი სიტყვა. ეგვიპტელი გარემარბის ანგარიშზე პრემიერლიგის 14 მატჩში 14 პროდუქტიული ქმედებაა (12 გოლი, 2 ასისტი), ჯამში კი 16 შეგდებული ბურთი ყველა ტურნირის გათვალისწინებით.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები