სარი: "ნაპოლიმ იუვენტუსი 70 წუთის განმავლობაში საკუთარ ნახევარს მიაჯაჭვა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სარი: "ნაპოლიმ იუვენტუსი 70 წუთის განმავლობაში საკუთარ ნახევარს მიაჯაჭვა"


სარი:

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ "იუვენტუსთან" (0:1) მარცხის შემდეგ მოწინააღმდეგის სიძლიერე აღნიშნა.

თუმცა, ნეაპოლელთა თავკაცმა ისიც დაამატა, რომ შეხვედრის დიდი ნაწილი მისი გუნდი დომინირებდა.

"ნაპოლის" დაღლა? დაღლილი გუნდი "იუვენტუსს" თავის ნახევარს 70 წუთის განმავლობაში ვერ მიაჯაჭვებს", - ციტირებს სარის სიტყვებს Football Italia.

"ეს გამოგვივიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბურთს კარგად ვამოძრავებდით. პრობლემა ჩვენი ფორვარდების დაღლაშია, ამიტომაც ბურთის ფლობისა და დომინირების გატანილ გოლებში გარდასახვა ვერ მოვახერხეთ".

"იუვენტუსს" რამდენიმე კონტრშეტევის განხორციელების საშუალება მივეცით. სამწუხაროდ, შეტევაში ნაკლები ვარიატიულობა გვაქვს, რადგან მერტენსი ერთადერთი ცენტრფორვარდია".

"ინტერი" და "იუვენტუსი" "ნაპოლიზე" ძლიერი გუნდები არიან. არ არის გასაკვირი, რომ ცხრილის სათავეში არიან. ჩვენი მხრიდან ქედმაღლობა იქნება იმის თქმა, რომ ჩემპიონატის ფავორიტები ვართ", - დასძინა მაურისიომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები