იგუაინმა ნაპოლის პრეზიდენტი დატროლა: "გოლის შემდეგ, ვეძებდი, მაგრამ დაიმალა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იგუაინმა ნაპოლის პრეზიდენტი დატროლა: "გოლის შემდეგ, ვეძებდი, მაგრამ დაიმალა"


იგუაინმა ნაპოლის პრეზიდენტი დატროლა:

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა იტალიის ჩემპიონატის მე-15 ტურში "ნაპოლისთან" (1:0) მოგებული მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ გატანილი გოლის შემდეგ, ნეაპოლელთა პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ეძებდა.

არგენტინელმა, რომელმაც თავისი ყოფილი გუნდის კარში გოლის გატანა მოახერხა, ხელი შუბლზე მიიდო და სტადიონის ტრიბუნებისკენ გაიხედა.

"დე ლაურენტისს ვეძებდი, მაგრამ ვერ ვიპოვნე", - ციტირებს იგუაინის სიტყვებს Fourfourtwo.

"როგორც ჩანს, დაიმალა", - დაამატა "ბებერი ქალბატონის" სუპერვარსკვლავმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები