ინსინიემ შესაძლოა ფეინოორდთან მატჩი გამოტოვოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ინსინიემ შესაძლოა ფეინოორდთან მატჩი გამოტოვოს


ინსინიემ შესაძლოა ფეინოორდთან მატჩი გამოტოვოს

"ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, სტუმრად "ფეინოორდის" წინააღმდეგ, შესაძლოა ლორენცო ინსინიე დააკლდეს.

26 წლის იტალიელმა ტურინის "იუვენტუსთან" გუშინდელ შეხვედრაში კუნთის დაზიანება მიიღო და შესაძლოა საკუთარი გუნდის მომდევნო თამაში გამოტოვოს.

ნეაპოლური კლუბი როტერდამულ კლუს ოთხშაბათს ჰოლანდიაში დაუპირისპირდება და ფლეი-ოფში გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება აწყობს.

ლორენცო ინსინიემ მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, 22 თამაში ჩაატარა, 8 ბურთი გაიტანა და 5 ასისტი გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი ლორენცო ინსინიე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები