ნაპოლიმ გულამს გაუხანგრძლივა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაპოლიმ გულამს გაუხანგრძლივა


ნაპოლიმ გულამს გაუხანგრძლივა

"ნაპოლის" მარცხენა მცველმა, ფაუზი გულამმა, თავის კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა.

ნეაპოლური კლუბის ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა, რომ 26 წლის ალჟირელმა მოქმედი კონტრაქტი 4 წლით გაახანგრძლივა და "ნაპოლის" ღირსებას 2022 წლის 30 ივნისამდე დაიცავს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, გულამის წლიური ანაზღაურება 3.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა ანუ კლაუსულა 35 მილიონი ევრო იქნება.

გულამმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო, 11 თამაშში 2 გოლი გაიტანა და 3 ასისტი გააკეთა, მაგრამ შემდეგ მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო და ახლა ლაზარეთშია.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი ფაუზი გულამი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები