ტოპ 10 აზიელი ფეხბურთელი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტოპ 10 აზიელი ფეხბურთელი


ტოპ 10 აზიელი ფეხბურთელი
აზია არ ითვლება საფეხბურთო კონტინენტად, თუმცა ამის მიუხედავად, იქაური მოთამაშეები რეგულარულად ხვდებიან ევროპაში და წარმატებასაც აღწევენ. გავიხსენოთ ეგზოტიკური ქვეყნების საუკეთესო წარმომადგენლები ბებერ კონტინენტზე.

10. ალი ალ-ჰაბსი (ომანი)

ტოპ 10 აზიელი ფეხბურთელი

წლები: 1998-დღემდე
კლუბები: ალ-მუდაიბი, ალ-ნასრი, ოსლო, ბოლტონი, უიგანი, ბრაიტონი, რედინგი, ალ-ჰილალი (340 მატჩი)
ნაკრებში: 118 მატჩი
მნიშვნელოვანი მიღწევები: ინგლისის ასოციაციის თასი

9. სონ ხინ მინი (სამხრეთ კორეა)

ტოპ 10 აზიელი ფეხბურთელი

წლები: 2010-დღემდე
კლუბები: ჰამბურგი, ლევერკუზენი, ტოტენჰემი (278 მატჩი, 84 გოლი)
ნაკრებში: 61 მატჩი, 20 გოლი
მნიშვნელოვანი მიღწევები: აზიის წლის ფეხბურთელი, 2-ჯერ კორეის წლის ფეხბურთელი

8. შინჯი კაგავა (იაპონია)

ტოპ 10 აზიელი ფეხბურთელი

წლები: 2006-დღემდე
კლუბები: ოსაკა, დორტმუნდი, მანჩესტერ იუნაიტედი (377 მატჩი, 120 გოლი)
ნაკრებში: 89 მატჩი, 29 გოლი
მნიშვნელოვანი მიღწევები: 2 ბუნდესლიგა, პრემიერლიგა, აზიის თასი, ბუნდესლიგის წლის სიმბოლური გუნდის წევრი,აზიის წლის ფეხბურთელი

ბუნდესლიგის სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი კაგავას შესრულებით


7. მეჰდი მაჰდავიკია (ირანი)

ტოპ 10 აზიელი ფეხბურთელი

წლები: 1995-2013
კლუბები: პერსეპოლისი, ბოხუმი, ჰამბურგი, აინტრახტი, სტილ აზინი, დამაში (427 მატჩი, 65 გოლი)
ნაკრებში: 110 მატჩი, 13 გოლი
მნიშვნელოვანი მიღწევები: გერმანიის ლიგის თასი, ინტერტოტოს თასი, აზიის წლის ფეხბურთელი, 2-ჯერ ჰამბურგის წლის ფეხბურთელი

6. სიუნსუკე ნაკამურა (იაპონია)

ტოპ 10 აზიელი ფეხბურთელი

წლები: 1997-დღემდე
კლუბები: იოკოჰამა, რეჯინა, სელტიკი, ესპანიოლი, ჯუბილო ივატა (707 მატჩი, 133 გოლი)
ნაკრებში: 98 მატჩი, 24 გოლი
მნიშვნელოვანი მიღწევები: 3 შოტლანდიის პრემიერლიგა, 2 აზიის თასი, სელტიკის წლის ფეხბურთელი

ნაკამურას ულამაზესი ჯარიმა მანჩესტერ იუნაიტედის კარში


5. ალი დაეი (ირანი)

ტოპ 10 აზიელი ფეხბურთელი

წლები: 1988-2007
კლუბები: არდაბილი, თეირანი, ტეხარატი, პერსეპოლისი, ალ-საადი, არმინია, ბაიერნი, ჰერტა, ალ-შაბაბი, საბა, საიფა (343 მატჩი, 129 გოლი)
ნაკრებში: 149 მატჩი, 109 გოლი
მნიშვნელოვანი მიღწევები: ბუნდესლიგა, გერმანიის ლიგის თასი, ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონი, 2 აზიის თასი, აზიის წლის ფეხბურთელი, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ეროვნულ ნაკრებებში გატანილი გოლების რაოდენობით

4. ჩა ბომ გინი (სამხრეთ კორეა)

ტოპ 10 აზიელი ფეხბურთელი

წლები: 1976-1989
კლუბები: სეული, ეარ ფორსი, დარმშტადტი, აინტრახტი, ლევერკუზენი (372 მატჩი, 121 გოლი)
ნაკრებში: 135 მატჩი, 58 გოლი
მნიშვნელოვანი მიღწევები: 2 უეფას თასი, გერმანიის თასი, აზიის თასი, აზიის მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი

3. პარკ ჯი სუნი (სამხრეთ კორეა)

ტოპ 10 აზიელი ფეხბურთელი

წლები: 2000-2014
კლუბები: კიოტო, პსვ, მანჩესტერ იუნაიტედი, ქპრ (435 მატჩი, 58 გოლი)
ნაკრებში: 100 მატჩი, 13 გოლი
მნიშვნელოვანი მიღწევები: ჩემპიონთა ლიგა, 2 ერედივიზია, 4 პრემიერლიგა, მსოფლიო ჩემპიონატის მე-4 ადგილოსანი, ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური გუნდის წევრი, ოქროს ბურთის ნომინანტი, აზიის წლის ფეხბურთელი

2. ჰიდეტოში ნაკატა (იაპონია)

ტოპ 10 აზიელი ფეხბურთელი

წლები: 1995-2006
კლუბები: ჰირასუკა, პერუჯა, რომა, პარმა, ბოლონია, ფიორენტინა, ბოლტონი (382 მატჩი, 53 გოლი)
ნაკრებში: 77 მატჩი, 11 გოლი
მნიშვნელოვანი მიღწევები: სკუდეტო, იტალიის თასი, იაპონიის წლის ფეხბურთელი, იაპონიის წლის სპორტსმენი, 2-ჯერ აზიის წლის ფეხბურთელი, მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების წევრი

1. პაულინო ალკანტარა (ფილიპინები)

ტოპ 10 აზიელი ფეხბურთელი

წლები: 1912-1927
კლუბები: ბარსელონა, ბოჰემიანი (349 მატჩი, 360 გოლი)
ნაკრებში: ფილიპინები 5 მატჩი, 14 გოლი; კატალონია 4 მატჩი, 4 გოლი; ესპანეთი 5 მატჩი, 6 გოლი
მნიშვნელოვანი მიღწევები: 10-ჯერ კატალონიის ჩემპიონი, 5 კოპა დელ რეი, 2 პირენეის თასი, ბარსელონას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 2014 წლამდე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები