როგორ ყალიბდება დიბალა მსოფლიოს მომავალ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

როგორ ყალიბდება დიბალა მსოფლიოს მომავალ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად?


როგორ ყალიბდება დიბალა მსოფლიოს მომავალ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად?
ფეხბურთი - გუნდური თამაშია, მაგრამ არა იმ გაგებით, როგორც 10-15 წლის წინ. თითოეულ კლუბში 25-დან 30-მდე მოთამაშე ირიცხება, თუმცა ეს არ არის გუნდის შემადგენლობის სრული ჩამონათვალი, რადგან ყოველი ტოპ-ფეხბურთელის უკან კიდევ ერთი კოლექტივი დგას, რომელიც პერსონალურად მუშაობს მოთამაშის მომზადებასა და იმიჯზე. მენეჯერი, აგენტი, სტილისტი, ფიზიოთერაპევტი, პუბლიცისტი და კიდევ 10-მდე სხვადასხვა სახის მუშაკი.

ამ სიაში კლუბის ოფიციალური საიტის შემქმნელებიც კი შედიან, რადგან სწორედ ისინი ზრუნავენ იმაზე თუ როგორ ეფექტურად გააცნონ ფეხბურთელი მთელს მსოფლიოს ინტერნეტ-სივრცეში. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ დასაქმებულს ერთი მიზანი ამოძრავებს-მიმდინარე სატრანფერო რეკორდის მოხსნა, უფრო ზუსტად კი ფეხბურთელის გაყიდვა მაქსიმალურად ძვირად, იმისთვის, რომ ამით იხეიროს ყველამ, ვინც კი საქმეშია ჩართული.

როგორ ყალიბდება დიბალა მსოფლიოს მომავალ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად?

ადრე ფეხბურთელი ჯერ წარმატებას აღწევდა და უკვე შემდეგ ჰქმნიდა თავისი სახელისგან ბრენდს. კრიშტიანუ რონალდუმაც კი ჯერ გვირგვინი მოირგო და ამის მერე მოჰკიდა ხელი ბიზნესს (ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, სუნამო, სასტუმროები).

ნეიმარის გამოჩენით ყველაფერი თავდაყირა დადგა. პერსპექტიული ახალგაზრდა ჯერ კიდევ "სანტოსს" მიჰყიდეს როგორც ბრენდი (მულტფილმებისა და საბავშვო რეკლამების გმირი). "ბარსელონაში" ტრანსფერის შემდეგ კი ბრაზილიელი ნამდვილ მსოფლო კომერციულ მარკად იქცა. რა მოჰყვა ამ ყველაფერს კარგად ვნახეთ გასულ ზაფხულს. ნეიმარის კარიერას მამამისი განაგებს, სწორედ მშობელის დამსახურებაა, რომ "სელესაოს" ლიდერის გარშემო ამდენი ფული ტრიალებს.

როგორ ყალიბდება დიბალა მსოფლიოს მომავალ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად?

ბოლო წლების კიდევ ერთი საფეხბურთო კომერციული პროდუქტი პოლ პოგბაა. 105 მილიონი ევრო ფრანგის სანაცვლოდ არის პირველ რიგში ინვესტიცია ბრენდში. "მანჩესტერის" შუახაზელს ჯერ არ მოუგია სერიოზული ტიტულები, თუმცა მისი გავლენა ვრცელდება ისეთ სფეროებზე როგორიც არის მუსიკა, მოდა, ტელევიზია და ა.შ.

პოლ პოგბა და რეპერი Desiigner-ი "ადიდასის" რეკლამაში


"წარსულში მსგავს თანხას გადაიხდიდნენ მხოლოდ იმ ფეხბურთელში, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო იქნებოდა. დღეს კი 105 მილიონიანი ტრანსფერი გვეუბნება იმას, რომ პოგბა უბრალო მოთამაშეზე გაცილებით მეტია," - აცხადებს სპორტული მარკეტინგის სპეციალისტი ენდი საზერდენი.

როგორ ყალიბდება დიბალა მსოფლიოს მომავალ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად?

დღეს ფეხბურთს ახალი გმირი ჰყავს, რომელიც თავისი თამაშის მონეტიზირებას ახდენს, მისი სახელია პაულო დიბალა. არგენტინელმა შემტევმა უკვე გაიარა გზა ახალგაზრდა ტალანტიდან-ექსტა-კლასის ვარვსკვლავამდე. მასზე ოცნებობს "ბარსელონა", "რეალი" და სხვა გრანდები, ასე რომ ყველაფერი კანონზომიერად მიმდინარეობს.

არსებობს რამდენიმე ნაბიჯი იმისთვის, რომ ფეხბურთელი გლობალურ ბრენდად იქცეს, ამ პუნქტებს დიბალაც აქტიურად იყენებს. პირველ რიგში, ახალგაზრდა ვუნდერკინდის სტატუსის მოპოვება. არგენტინელმა 18 წლის ასაკში აალაპარა საფეხბურთო სამყარო და ყველასთვის სასურველ სატრანფერო სამიზნედ იქცა. სანამ "ინტერი" ყოყმანობდა, "იუვენტუსმა" დრო იხელთა და უნიჭიერესი შემტევი 32 მილიონ ევროდ გაიფორმა. არც ისეთი დიდი თანხაა იმის გათვალისწინებით თუ რა ფასად იყიდა "ბებერმა ქალბატონმა" პოგბა და მოგვიანებით რა ფასად გაასხვისა ის "მანჩესტერში".

როგორ ყალიბდება დიბალა მსოფლიოს მომავალ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად?

მეორე ნაბიჯი-საჭირო ხალხისგან შემდგარი გუნდი. დიბალაზე მუშაობს სტილისტი, ფიზიოთერაპევტი, დიზაინერი და სხვები. დიბალას უკვე გააჩნია საკუთარი ტანსაცმლის ხაზის ფირმა, რომელსაც იგი თავისი ვებ-გვერდის საშუალებით ყიდის. ამის გარდა, არგენტინელს აქვს ყველა სხვა მოთამაშისგან განმანსხვავებელი დასამახსოვრებელი ჟესტი-ნიღაბი. გოლის აღნიშნვის დროს სახის დამცავის გაკეთების იმიტაცია ძალიან მალე გახდა დიბალას სავიზიტო ბარათი. მსგავსი ტიპის გოლის აღნიშნვას უკვე მილიონობით მიმდევარი ჰყავს მთელს მსოფლიოში.

როგორ ყალიბდება დიბალა მსოფლიოს მომავალ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად?

უკანასკნელი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი არის რომელიმე კომერციულ გიგანტთან თანამშრომლობა. დიბალასთვის მსგავსი ბიზნეს-პარტნიორი არის "ნაიკი". ამერიკულმა სპორტულმა კომპანიამ პაულოს ექსკლუზიური ბუცები დაუმზადა. მოდელი შავი ფერის არის, რომელზეც გამოსახულია ფეხბურთელის ლოგო. სპორტული ეკიპირების მწარმოებელ ფირმასთან თანამშრომლობა მის კომერციულ სახედ ყოფნას ნიშნავს, რაც კიდევ უფრო ზრდის ფეხბურთელის პოპულარობას.

როგორ ყალიბდება დიბალა მსოფლიოს მომავალ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად?

ბიზნეს-პროექტებს თავი რომ დავანებოთ, დიბალა პირველ რიგში თავისი კარგი თამაშით იმაღლებს რეიტინგსა და სატრანსფერო ფასს. ის სრულიად სამართლიანად ითვლება "იუვენტუსის" ლიდერად და არგენტინის ნაკრების მთავარ იმედად მოახლოებულ მუნდიალზე, რა თქმა უნდა ლიონელ მესისთან ერთად. ამის გარდა, დიბალასადმი სიმპატიით განწყობაში დიდი როლი ითამაშა მისმა მოტივაციამ. ფანების სიყვარული მსოფლიოს მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელისთვის. ისმის კითხვა, როგორ არ უნდა განეწყო დადებითად პაულოს მიმართ ამ სიტყვების შემდეგ:

"15 წლის ვიყავი, როდესაც მამა გარდამეცვალა. მე მისი საფლავის წინ დავდე ფიცი, რომ მომავალში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდები,"

დიბალამ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები