პსჟ-ს პრეზიდენტი ბაიერნთან განადგურებას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პსჟ-ს პრეზიდენტი ბაიერნთან განადგურებას გამოეხმაურა


პსჟ-ს პრეზიდენტი ბაიერნთან განადგურებას გამოეხმაურა
"პსჟ"-ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში "ბაიერნთან" (1:3) მარცხის შემდეგ აღნიშნა, რომ მისი გუნდი უნდა დაფიქრდეს.

კლუბის ხელმძღვანელი ნაჩვენები ფეხბურთით უკმაყოფილო დარჩა.

"არ გვითამაშია. თამაშის შედეგითა და ხარისხით იმედგაცრუებული ვარ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში", - ციტირებს უეფას პრესსამსახური ალ ხელაიფის სიტყვებს.

"შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს, გერმანიაში იმისათვის არ ჩავსულვართ, რომ 1:3 წაგვეგო. მომავალს ოტპიმიზმით ვუყურებ, მაგრამ ამ მატჩში არ გვიჩვენებია ის, რაც შეგვეძლო".

"ჯგუფი პირველ ადგილზე დავასრულეთ, მაგრამ "პსჟ" 1/8 ფინალისთვის კარგად უნდა მოემზადოს და დაფიქრდეს", - დასძინა "პსჟ"-ს პრეზიდენტმა.

პოგბამ გუშინ ცსკა-ს მცველებს თავბრუ დაახვია


მესის საშინელი ჯარიმა მუნდიალის ფინალში


ნოიერის სასწაული სეივი რონალდუს დარტყმულის შემდეგ


გვარდიოლა მეტოქის ფეხბურთელს ეჩხუბა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები