ქართველი მსაჯი მოკლეს? - შესაძლოა საქმე ჩაწყობილ მატჩებს უკავშირდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ქართველი მსაჯი მოკლეს? - შესაძლოა საქმე ჩაწყობილ მატჩებს უკავშირდება


ქართველი მსაჯი მოკლეს? - შესაძლოა საქმე ჩაწყობილ მატჩებს უკავშირდება
საქართველოს ჩემპიონატის არბიტრი ილია ტუღუში შესაძლოა მოკლული იყოს.

ის მალთაყვრის ტყეში იპოვნეს, როდესაც უკვე გარდაცვლილი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ მსაჯი მოკლეს.

ასევე, POSTV წერს, რომ შესაძლოა არბიტრის მკვლელობა ჩაწყობილ მატჩებს უკავშირდებოდეს.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ილია ტუღუშთან სიკვდილამდე უცნობი პიროვნებები მივიდნენ და თანხა მოსთხოვეს.

იხილეთ POSTV-ს რეპორტაჟი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები