კრიშტიანო რონალდუ: "რეალს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგება შეუძლია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კრიშტიანო რონალდუ: "რეალს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგება შეუძლია"


კრიშტიანო რონალდუ:
"დორტმუნდთან" მოგებული მატჩის შემდეგ მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ კომენტარს აკეთებს.

"ბოლო ტურში ჩვენი მიზანი მოგება იყო, რათა ჯგუფური ეტაპი წარმატებულად ჩაგვემთავრებინა. ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთი გოლი გავიტანე და რეალს მოგებაში დავეხმარე.

ჩემპიონთა ლიგა არის ტურნირი, სადაც ძალიან მიყვარს თამაში და ყოველთვის დიდი სიამოვნებას ვიღებ ხოლმე.

რაც ყველაზე მთავარია, ჯგუფიდან გავედით, ახლა კი ეტაპ-ეტაპ წინ უნდა წავიდეთ. რეალს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგება შეუძლია", - აცხადებს რონალდუ.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "რეალის" სავარაუდო მეტოქეები მანჩესტერი, სიტი, პარი სენ ჟერმენი, ბეშიქთაში, ლივერპული, რომა არიან.

რონალდუს ულამაზესი გოლი დორტმუნდის კარში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები