ზიდანი: "რეალი თებერვლის თვეს იდეალურ ფორმაში უნდა შეხვდეს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანი: "რეალი თებერვლის თვეს იდეალურ ფორმაში უნდა შეხვდეს"


ზიდანი:
მადრიდის "რეალმა" ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "დორტმუნდი" დაამარცხა და ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

"მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ და 2-ბურთიანი უპირატესობითაც გავედით წინ, თუმცა ვარანის შეცვლა ტრავმის გამო მოგვიწია და შემადგენლობაში ცვლილებები მოხდა.

მიუხედავად ამისა, კარგია, რომ მოვიგეთ და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი წარმატებით დავასრულებ.

თებერვლის თვეს რეალი იდეალურ ფორმაში უნდა შეხვდეს. იქამდე არდადეგებია, და ფორმიდან არ უნდა ამოვარდეთ", - აცხადებს ზიდანი.

რონალდუს ულამაზესი გოლი დორტმუნდის კარში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები