ოქროს ბურთის მფლობელის ვინაობა დაჯილდოებამდე ერთი დღით ადრე საჯაროდ ხდება ცნობილი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოქროს ბურთის მფლობელის ვინაობა დაჯილდოებამდე ერთი დღით ადრე საჯაროდ ხდება ცნობილი


ოქროს ბურთის მფლობელის ვინაობა დაჯილდოებამდე ერთი დღით ადრე საჯაროდ ხდება ცნობილი
დღეს, პარიზში ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება.

ფრანგულ გამოცემას, "ფრანს ფუტბოლს" 30 ნომინანტი ჰყავს წარდგენილი და მათგან ერთი დასახელდება წლის საუკეთესო ფეხბურთელად.

თუმცა დაჯილდოებამდე ერთი დღით ადრე, ბრიტანული და ესპანური პრესა საჯაროდ ასახელებს ოქროს ბურთის მფლობელს.

გავლენიანი გამოცემების ცნობით, უკვე გადაწყვეტილია, რომ პრიზს კრიშტიანო რონალდუ დაეუფლება, დაჯილდოებას კი ფორმალური სახე მიეცემა.

შეგახსენებთ, რომ თუ ოქროს ბურთს რონალდუ მოიგებს, ამ ჯილდოს მეხუთედ დაისაკუთრებს და ლეო მესის გაუთანაბრდება.

გაცნობებთ, რომ დაჯილდოვების ცერემონია 19:30 საათზე დაიწყება, თუმცა გამარჯვებულს თბილისის დროით 22:45 საათზე გამოაცხადებენ.

რონალდუს ულამაზესი გოლი დორტმუნდის კარში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები