შახტარის მწვრთნელმა სახალისო დაპირება შეასრულა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შახტარის მწვრთნელმა სახალისო დაპირება შეასრულა


შახტარის მწვრთნელმა სახალისო დაპირება შეასრულა
გუშინდელი შეხვედრის შემდეგ "შახტარის" მთავარი მწვრთნელი პაულო ფონსეკა პრესკონფერენციაზე ზოროს ნიღბით წარსდგა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში უკრაინულმა გუნდმა სასწაული შეძლო და "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა, რომელსაც 2017-2018 წლების სეზონში საერთოდ მარცი ჰქონდა.

მოპოვებული 3 ქულით, "შახტარი" 1/8 ფინალში გავიდა.

ფონსეკამ შეხვედრის წინ პირობა დადო. თუ მისი გუნდი 1/8 ფინალში გავიდოდა, ის პრესკონფერენციაზე ზოროს ნიღბით წარსდგებოდა.

მოზამბიკელმა სპეციალისტმა პირობა შეასრულა.

გაცნობებთ, რომ გუშინდელ შეხვედრაში დავით ხოჭოლავა მოედანზე 89-ე წუთზე გამოჩნდა და ის "შახტართან" ერთად 1/8 ფინალში გავიდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები