მარკოს ალონსო: "კუთხეში შევუხვიე და არსენალის 50 ფანი დავინახე..." » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მარკოს ალონსო: "კუთხეში შევუხვიე და არსენალის 50 ფანი დავინახე..."


მარკოს ალონსო:
"ჩელსის" მცველმა, მარკოს ალონსომ გაიხსენა შემთხვევა, როცა ლონდონის ქუჩაში "არსენალის" 50 ფანს გადაეყარა.

26 წლის ესპანელმა ინგლისელი გულშემატკივრების თავაზიანობა აღნიშნა.

"ერთხელაც ვერანაირად ვერ მოვახერხე "ჩელსის" ბაზიდან გამოსვლა, აეროპორტში მაგვიანდებოდა", - ციტირებს ალონსოს სიტყვებს AS.

"ავტომობილიდან გადმოვედი და ქუჩაში ტაქსის საპოვნელად გავედი. ვიარე, ვიარე, კუთხეში შევუხვიე და "არსენალის" 50 ფანი დავინახე! "ოჰ, უსიამოვნებები მელოდება", - ვიფიქრე".

"მიუხედავად ამისა, ყველაფერი კარგად დასრულდა, მათთან ფოტო გადავიღე. ინგლისელი ფანები ძალიან თავაზიანები არიან, მათთან საქმის დაჭერა სასიამოვნოა".

შეგახსენებთ, ალონსო "ჩელსიში" "ფიორენტინადან" 2016 წელს გადავიდა. ამ დროის განმავლობაში მან "არისტოკრატთა" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 56 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები