უსმან დემბელემ გუნდთან ერთად ივარჯიშა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უსმან დემბელემ გუნდთან ერთად ივარჯიშა


უსმან დემბელემ გუნდთან ერთად ივარჯიშა
გუშინ, "ბარსელონას" ნახევარმცველმა, უსმან დემბელემ გუნდთან ერთად რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად ივარჯიშა, იუწყება კლუბის ოფიციალური საიტი.

ჰავბეკმა თანაგუნდელებთან ერთად მცირე მონაკვეთი იმუშავა, შემდეგ კი ინდივიდუალურ პროგრამაზე გადავიდა.

20 წლის ფრანგმა, მოგეხსენებათ, ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში "ხეტაფესთან" (2:1) გამართულ მატჩში მიიღო და აღნიშნული დაპირისპირების 25-ე წუთზე შეცვალეს. ექიმებმა დემბელეს მარცხენა ფეხის კუნთისა და მყესის დაზიანება დაუდგინეს.

დემბელე "ბარსაში" ამა წლის ზაფხულში "ბორუსიადან" გადავიდა. ამ სეზონში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ 4 მატჩის ჩატარება მოასწრო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები