ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა


ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა
გუშინ, გამოვლინდა ის 16 გუნდი, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში იასპარეზებენ.

ისტორიაში პირველად, ტურნირის ფლეი ოფში ერთი ქვეყნის ერთდროულად 5 წარმომადგენელი ითამაშებს.

ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის საგაზაფხულო ნაწილში ინგლისს "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი" და "ჩელსი" წარადგენენ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "ემიუ" ჩემპიონთა ლიგაზე გასულ სეზონში ევროპა ლიგის მოგების წყალობით მოხვდა.

1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრა 11 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, თბილისის დროით 15:00 საათზე აიღებს სტარტს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები