სარი: "ნაპოლიმ უკრაინიდან მოსული სიახლეების გამო წააგო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სარი: "ნაპოლიმ უკრაინიდან მოსული სიახლეების გამო წააგო"


სარი:
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "ფეიენოორდთან" (1:2) მარცხი გუნდის იმედგაცრუებით ახსნა.

შესვენებაზე ნეაპოლელებმა გაიგეს, რომ "შახტარი" "მანჩესტერ სიტის" ამარცხებდა, რის გამოც საბოლოო ჯამში ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩნენ.

"უკრაინიდან მოსულმა სიახლეებმა ჩვენზე ძალიან იმოქმედა", - ციტირებს სარის სიტყვებს A Bola.

"ჩვენი შეცდომა იყო. ნებისმიერ შემთხვევაში დადებითი შედეგი უნდა დაგვედო".

"ევროპა ლიგაზე დიდი სულისკვეთებით უნდა ვითამაშოთ. გუნდი, რომელსაც ევროთასებზე დიდი მიღწევები არ აქვს. ყველაფრის მოგებას უნდა ეცადოს", - დასძინა ნეაპოლელთა თავკაცმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები