ჟარდიმი: "მონაკომ დაბალ დონეზე ითამაშა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჟარდიმი: "მონაკომ დაბალ დონეზე ითამაშა"


ჟარდიმი:
"მონაკოს" მთავარი მწვრთნელი, ლეონარდო ჟარდიმი მიიჩნევს, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში გასვლა არ დაუმსახურებია.

მონაკოელებმა ჯგუფური ეტაპი მეოთხე ადგილზე დაასრულეს (2 ქულით).

"ჩვენმა გუნდმა იმაზე ბევრად დაბალი დონე აჩვენა, რაც ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ეჩვენებინა", - ციტირებს ჟარდიმის სიტყვებს AFP.

"ბევრი შეცდომა დავუშვით, ჩემპიონთა ლიგაზე კი ეს ძვირად ფასობს. ფეხბურთელებმა თავის გამოჩენა ვერ მოახერხეს".

"პორტუმ" და "ბეშიქთაშმა" ჯგუფიდან გასვლა დაიმსახურეს იმის გამო, რაც მოედანზე აჩვენეს".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები