ვარანმა დორტმუნდთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვარანმა დორტმუნდთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო


ვარანმა დორტმუნდთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო
"რეალის" მცველმა, რაფაელ ვარანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში დორტმუნდის "ბორუსიასთან" (3:2) გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო.

აღნიშნული შეხვედრის მიმდინარეობისას, ფრანგი იძულებული გახდა მოედანი 38-ე წუთზე დაეტოვებინა - მის ნაცვლად მინდორზე მარკო ასენსიო მოგვევლინა.

როგორც AS იტყობინება, ვარანს ბარძაყის კუნთის დაზიანება აღენიშნება.

ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა დროის განმავლობაში იუქმებს "სამეფო კლუბის" ცენტრალური მცველი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები