გრიზმანი სათამაშოდ მზად არ არის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გრიზმანი სათამაშოდ მზად არ არის


გრიზმანი სათამაშოდ მზად არ არის
"ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა ბარძაყის კუნთის ტრავმის მიღების შემდეგ სამედიცინო შემოწმება გაიარა.

მოგეხსენებათ, ფრანგი შემტევი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 დასკვნით ტურში "ჩელსისთან" (1:1) გამართულ შეხვედრაში დაშავდა.

"როხიბლანკოს" ფორვარდს მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთის ტრავმა აღენიშნება.

როგორც As იტყობინება, გრიზმანი "ბეტისთან" გასამართ უახლოეს დაპირისპირებას ნამდვილად გამოტოვებს, გარდა ამისა კითხვის ნიშნის ქვეშაა მისი თამაში "ალავესთან" მატჩშიც.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები