რონალდუ მორიგი უნიკალური რეკორდის დამყარებას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუ მორიგი უნიკალური რეკორდის დამყარებას გამოეხმაურა


რონალდუ მორიგი უნიკალური რეკორდის დამყარებას გამოეხმაურა
"რეალის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში "დორტმუნდის" (3:2) დამარცხებით კმაყოფილი დარჩა.

მოგეხსენებათ, პორტუგალიელმა ბორუსიელებთან დაპირისპირებაში რეკორდი დაამყარა - 32 წლის შემტევმა ჯგუფში ჩატარებულ ექვსივე შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა.

"ჯგუფური ეტაპის გამარჯვებით დასრულება გვსურდა", - ციტირებს რონალდუს სიტყვებს Marca.

"გარდა ამისა, გატანა მოვახერხე. კიდევ ერთი რეკორდი დავამყარე, ამიტომაც ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და გატანა მომწონს, თუმცა მთავარი შემდგომ რაუნდში გასვლაა".

"ვიმედოვნებ, ჩემპიონთა ლიგას კიდევ მოვიგებთ", - დაამატა კრიშტიანუმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები