ზიდანი პსჟ-ს ბოლოდროინდელ წარმატებებზე განცხადებას აკეთებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანი პსჟ-ს ბოლოდროინდელ წარმატებებზე განცხადებას აკეთებს


ზიდანი პსჟ-ს ბოლოდროინდელ წარმატებებზე განცხადებას აკეთებს
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა აღნიშნა, რომ არ აწუხებს ის, თუ ვინ შეხვდება მადრიდელებს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში.

მოგეხსენებათ, შესაძლო მეტოქეთა შორის "პარი სენ ჟერმენიცაა".

"ახლა კენჭისყრაზე არ ვფიქრობ", - ციტირებს ზიდანის სიტყვებს A Bola.

"პსჟ"-ს პატივს ვცემ. ამ კლუბმა შესანიშნავად იმუშვა, საოცრად თამაშობს, ბევრი გოლი გაიტანა. პარიზელებმა გასაკვირი შედეგები დადეს. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია".

"კენჭისყრაზე მეტს არ ვისაუბრებ. სხვა დავალებები გვაქვს შესასრულებელი", - დასძინა ზინედინმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები