დატოვებს თუ არა რომელიმე ფეხბურთელი ზამთარში არსენალს? - ვენგერმა კომენტარი გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დატოვებს თუ არა რომელიმე ფეხბურთელი ზამთარში არსენალს? - ვენგერმა კომენტარი გააკეთა


დატოვებს თუ არა რომელიმე ფეხბურთელი ზამთარში არსენალს? - ვენგერმა კომენტარი გააკეთა
"არსენალის" მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი იანვარში თავდამსხმელის, ოლივიე ჟირუს გაშვებას არ აპირებს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ფრანგმა შეიძლება სამუშაო ადგილი შეიცვალოს, რადგან ლონდონური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.

ოლივიეს "მეთოფეების" რიგებიდან წასვლა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელებმა ურჩიეს, რომლებიც შიშობენ, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ჟირუ ფორმაში ვერ შეხვდება.

"ინგლისის თასზე, ლიგის თას, ევროპა ლიგაზე ვმონაწილეობთ - გარდა პრემიერ ლიგისა", - ციტირებს ვენგერის სიტყვებს Le figaro.

"ჩვენი შემადგენლობის დასუსტება და იანვარში რომელიმე ფეხბურთელის გაშვება არ გვინდა", - დასძინა არსენმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები