მოგებული მატჩის შემდეგ გვარდიოლამ მოურინიო გააკრიტიკა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოგებული მატჩის შემდეგ გვარდიოლამ მოურინიო გააკრიტიკა


მოგებული მატჩის შემდეგ გვარდიოლამ მოურინიო გააკრიტიკა
ინგლისის პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალური მატჩი მანჩესტერულ კლუბებს შორის, "სიტის" გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა.

"მოურინიო სულ მსაჯებზე საუბრობს. წინა წელსაც მოვიგეთ და მსაჯები გააკრიტიკა, გუშინაც და ამ მატჩის შემდეგაც მსაჯებზე ილაპარაკა.

ბურთის ფლობა 75% გვქონდა, მეტოქეს ყველანაირად ვაჯობეთ და ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ.

ეს გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, შემდეგ ტურში სუონსისთანაც შევეცდებით 3 ქულის მოპოვებას", - აცხადებს გვარდიოლა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები