გატუზო: "ეს მხოლოდ დასაწყისია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გატუზო: "ეს მხოლოდ დასაწყისია"


გატუზო:
იტალიის ჩემპიონატში ჯენარო გატუზომ მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მისმა "მილანმა" "ბოლონია" 2:1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ იტალიელმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა და თავისი გუნდის თამაში შეაფასა.

"ბედნიერი ვარ, რომ მოვიგეთ. მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს ბოლომდე ბრძოლისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია და ყველაფერი წინ გვაქვს.

მოვიგეთ, მაგრამ სატურნირო ცხრილში წინ არ ვართ. სამუშაო ბევრია, განსაკუთრებით დაცვის ხაზში", - აცხადებს გატუზო, რომლის გუნდიც სერია ა-ში მე-7 ადგილზეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები