მაქსველი: "ეს მშვენიერი გამოწვევაა!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მაქსველი: "ეს მშვენიერი გამოწვევაა!"


მაქსველი:
"პარი სენ ჟერმენის" ყოფილი მარცხენა მცველი და ამჟამად კლუბის ელჩი, მაქსველი, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მადრიდის "რეალთან" პაექრობა ბრწყინვალე შესაძლებლობაა.

"ეს კარგი კენჭისყრაა და წინ ორი ძალიან კარგი თამაში გველოდება. ვფიქრობ, გასულ სეზონში "ბარსელონასთან" მარხის შემდეგ, ჩვენი ფანები ამ დაპირისპირებით მოხარულნი იქნებიან.

ეს ჩვენთვის მშვენიერი გამოწვევაა და ვფიქრობ, რომ "პარი სენ ჟერმენი" მზად არის!", - განაცხადა ბრაზილიელმა.

პარიზული კლუბი ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალურ ეტაპზე ტურნირის ბოლო ორგზის გამარჯვებულ მადრიდის "რეალს" შეხვდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ მაქსველი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები