ვრსალკო ნაპოლიში გადასვლაზე თანახმაა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვრსალკო ნაპოლიში გადასვლაზე თანახმაა


ვრსალკო ნაპოლიში გადასვლაზე თანახმაა
მადრიდის "ატლეტიკოს" განაპირა მცველი, შიმე ვრსალკო, "ნაპოლიში" კარიერის გაგრძელების მომხრეა.

ფაუზი გულამის დამტვრევის შემდეგ, რომელმაც მუხლის ჯვარედინა იოგები გაიწყვიტა და გუნდს ხანგრძლივი პერიოდით გამოაკლდა, ნეაპოლური კლუბი მისი შემცვლელის ძიებაშია.

ბოლო ინფორმაციით, "ნაპოლის" ხელმძღვანელობა "ატლეტიკოს" ხორვატი ლეგიონერის ტრანსფერზე მუშაობს და როგორც ჩანს, თავად ვრსალკო ამ გარიგების მომხრეა.

ახლა კი იტალიურ კლუბს ისღა დარჩენია, რომ "ატლეტიკოს" მოელაპარაკოს, რომელიც ვრსალკოს სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლიტრანსფერები შიმე ვრსალკო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები