რუმენიგე: "ჩვენ არავის ვბაძავთ!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რუმენიგე: "ჩვენ არავის ვბაძავთ!"


რუმენიგე:
მიუნხენის "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, გერმანულ პრესასთან საუბარში თავისი კლუბის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"ჩვენ საკუთარ ფილოსოფიას უნდა მივყვეთ, როგორც ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ვაკეთებდით. ჩვენ მადრიდის "რეალს", "პარი სენ ჟერმენს" ან "მანჩესტერ სიტის" ვერ მივბაძავთ.

ჩვენ სკაუტინგის თვალსაზრისით უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ და უფრო მეტი ტალანტი უნდა აღმოვაჩინოთ, განვავითაროთ, ვიდრე აქამდე.

"ბაიერნმა" ახალგაზრდა მოთამაშეებს უფრო მიზანმიმართული გეგმა უნდა შესთავაზოს და მათ სისტემატიურად დააკვირდეს. ახალი კამპუსი კი ამის შესაძლებლობას იძლევა", - განაცხადა კალე რუმენიგემ.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი რუმენიგე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები