მარტინესი: "შტარკე 28 წლის ბიჭივით თამაშობს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მარტინესი: "შტარკე 28 წლის ბიჭივით თამაშობს"


მარტინესი:
მიუნხენის "ბაიერნის" საყრდენმა ნახევარმცველმა, ხავი მარტინესმა, "რეკორდმაისტერის" ვეტერან გოლკიპერზე, ტომ შტარკეზე, ისაუბრა.

"ტომს ვარჯიშებზე ყოველდღიურად ვუყურებ და მის ასაკს ნამდვილად ვერ გეტყვით. ის გამოიყურება, როგორც 50 წლის ადამიანი, მაგრამ 28 წლის ბიჭივით თამაშობს.

ვფიქრობ, შტარკე ჩვენი გუნდის ახალგაზრდა მეკარეებისათვის იდეალური მაგალითია", - განაცხადა 29 წლის ესპანელმა.

36 წლის შტარკემ საფეხბურთო კარიერა ამ ზაფხულს დაასრულა, მაგრამ მანუელ ნოიერის დამტვრევის შემდეგ, "ბაიერნმა" გუნდში დაბრუნება სთხოვა, რასაც შტარკე დათანხმდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები